კომაროვის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის, ანასტასია იზორიას ნამუშევარი იუნესკოს საერთაშორისო პროექტ "THE PLANET OF ART 2024" გამარჯვებული გახდა!
- 22 ნოემბერი, 2024
კომაროვის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის, ანასტასია იზორიას ნამუშევარი იუნესკოს საერთაშორისო პროექტ "THE PLANET OF ART 2024" გამარჯვებული გახდა.
საქართველოდან პირველად გაიმარჯვა 2-მა ნამუშევარმა.
ფინალისტებისა და გამარჯვებულების ნამუშევრების გამოფენა ყაზახეთში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 34-მა ქვეყანამ მიიღო.
UNESCO-სა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამარჯვებული ორი მოსწავლე 4 დღით მიიწვიეს ყაზახეთში, სადაც ჩაუტარდათ საინტერესო მასტერკლასები და ექსკურსიები.
გამარჯვებულებს დიპლომები და კონკურსის ფინალისტების ნამუშევრების ალბომები გადაეცათ.
83 გამარჯვებული მონაწილის ნამუშევრებიდან შერჩეული 40 საუკეთესო ნამუშევარი, მათ შორის ანასტასიას ნამუშევარი, 12 ნოემბერს პარიზში გამოიფინა.
პროექტი ეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანებს თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში.
კომაროვის სკოლა ულოცავს ანასტასიას და უსურვებს წარმატებებს!